ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
შეხვედრა დაანონსებული არ ყოფილა და ის დახურულ ფორმატში გაიმართა და მას კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ეკონომიკურ საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დაესწრნენ.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით , თუკი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები არ შეიცვლება, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.
პრეზიდენტის წარმომადგენლები იმ რედაქციით, რომელითაც წარმოდგენილია ინიციატივა, მხარს არ უჭერენ, რადგან გარკვეულ რისკებს ხედავენ და ითხოვენ,რომ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთონ.
მასალის გამოყენების პირობები






