ირაკლი აბესაძის თქმით ეს ფაქტი არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი თუ როგორი იფლანგება თბილისის ბიუჯეტი და მილიონობით ლარი ისე, რომ ვერ გვარდება მოსახლეობის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. "ხიდი უკვე შვიდ თვეზე მეტია ჩაკეტილია, ნახევარი სამუშაო შესრულებული უნდა იყოს, მაგრამ სამუშაოები არც კი დაწყებულა მაშინ, როცა 2 მილიონამდე ლარი უკვე გადახდილია. დავით ნარმანია მხოლოდ ფლანგავს ბიუჯეტის სახსრებს და ვერ ახერხებს ელემენტარული პრობლემების გადაჭრას."- განაცხადა აბესაძემ.
ნიკა მელიას განცხადებით მერიას არ აწუხებს, რომ 14 ათასი მოქალაქე ზაჰესში მცხეთის გავლით ჩადის
"შვიდი თვის წინ, დედაქალაქის მერიამ კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ზაჰესის ორ ხიდს უნდა ჩატარებოდა სრული რეაბილიტაცია. გასულია შვიდი თვე, კომპანიას აღებული აქვს მილიონ შვიდასი ათასი ლარი და ჩვენ ვხედავთ, რომ თითი თითზე არ არის დაკარებული. მერიაში ვინმე წუხს იმაზე, რომ თბილისის 14 ათასი მოქალაქე ზაჰესში, მცხეთის გავლით ჩადის."- აღნიშნა ნიკა მელიამ და დედაქალაქის ხელმძღვანელობას ხიდის რეაბილიტაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






