პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 12-14 ივნისს „თბილისის დღეები“ იმართება. ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე ნინა კატისკაცი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი ესწრებიან. „თბილისის დღეების“ ფარგლებში, კულტურული პროგრამის გარდა, დაეგმილია სხვადასხვა შეხვედრები.
ვიზიტის ფარგლებში დღეს კრაკოვის მერიაში მოეწო პრეზენტაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის, საინვესტიო და ბიზნესს გარემოს შესახებ.
დღესვე ნინა ხატისკაცი კოლეგას, კრაკოვის მერის მოადგილე, მაგდალენა სროკას შეხვდა.
ღონისძიება კრაკოვის მხარის თხოვნის საფუძველზე და მათთან მოლაპარაკებების შედეგად დაიგეგმა. პირველად „თბილისის დღეები“ კრაკოვში 2010 წლის 26-28 ივნისს, გაიმართა. 2011 წლის 6-7 მაისს კი თბილისში „კრაკოვის დღეები“ მოეწყო.
„თბილისის დღეების“ ფარგლებში გაიმართება თანამედროვე საბალეტო წარმოდგენა „ჰარირა“, „ქართული ხმების“ შესრულებით ფოლკლორული სიმღერის კონცერტი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინა კიღურაძის, ანა ლორთქიფანიძის და ვახტანგ ხეთაგურის ფოტო ნამუშევრები.
თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წელს 13 მაისს 3 წლის ვადით გაფორმდა. 2012 წელს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ოფიციალურად განახლდა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა. შეთანხმება საზოგადოებრივი, კულტურული და ეკონომიკური კავშირების წახალისებასა და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






