საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა - საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ვროცლავის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თემაზე: „რიგის სამიტის შემდგომ: აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“.
თენგიზ ფხალაძემ საქართველოსათვის რიგის სამიტის შედეგებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალური არჩევანია და ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს იმ მისიის შეფასებას, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა. როგორც ფორუმზე გამართულ დისკუსიისას თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც ევროპული საზოგადოების ნაწილია და საქართველოს დაცვა ევროპული უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს.
ვროცლავის ფორუმი 11-12 ივნისს გაიმართა და მისი ორგანიზატორები "ატლანტიკური საბჭო", ვროცლავის მერია და "საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტი" არიან.
მასალის გამოყენების პირობები






