გუგული მაღრაძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ სადაც ხელფასი 2000 დოლარია, მცოდნე ადამიანები არ ჩერდებიან. გადაცემა ,,რეაქციაში“ დეპუტატმა განმარტა, რომ საუბარი ეხებოდა საჯარო მოხელეებს რომლებსაც მაღალი კონკურენციის საბაზრო პირობებში უწევთ მუშაობა და რომლებსაც მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
მისი თქმით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანს, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რომ მიიღოს ყველასათვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ,,როცა ადამიანს აქვს მაღალი კვალიფიკაცია და არის მაღალი დონის მენეჯერი, ამ შემთხვევაში არსებობენ კერძო სტრუქტურები, სადაც შეიძლება შესთავაზონ მაღალი ანაზღაურება და საჯარო სამსახურში აღარ დაგვრჩნენ პროფესიონალები“ - განაცხადა მაღრაძემ.
დეპუტატის თქმით, არსებობს პროფესიები, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადი აღარ არის. ,,ადამიანებმა უნდა დაიწყონ გადაკვალიფიცირება და ახალი პროფესიის დაუფლება ტექნიკურ სასწავლებლებში“ - აღნიშნა მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






