ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზურ ენას ვერ სწავლობენ
პოლიტიკა - 20:40, 12 Jun, 2015     1004

როგორც აფხაზური საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ქ.სოხუმის ნესტორ ლაკობას სახელობის საშუალო სკოლაში 6-7 აგვისტოს ჩატარებული აფხაზური ლიტერატურის გამოცდაზე 21 მოსწავლიდან 15-მა ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი ნიშანი, რის გამოც აგვისტოში მოუწევთ საგნის გადაბარება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული სკოლა არის ექსპერიმენტალური, აფხაზური ენის სწავლებით. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლაში ოჯახებიდან არ ჰქონდათ მხარდაჭერა - ”ცხადია, მათ მოჰყავთ შვილები იმისთვის, რომ ვასწავლოთ ენა, მაგრამ თუკი ოჯახებში მშობლიურ ენაზე არ მეტყველებენ, ჩვენ ძალიან გაგვიძნელდება სწავლების პროცესი. წლების მანძილზე ვითხოვდი სპეციალური პროგრამის შემუშავებას, თუმცა უშედეგოდ”.

ასეთი სავალალო შედეგი გარდაუვალი იყო რუსული ოკუპაციის პირობებში. რუსეთი ამა თუ იმ ეთნოსის გადაგვარებისთვის ერთსა და იმავე იარაღს იყენებს - ენის, სარწმუნოების და ტრადიციების ამოძირკვას. თავის დროზე სწორედ ასე ”იზრუნა” რუსეთმა აფხაზთა მონათესავე სხვა კავკასიელ ხალხებზე.

დანარჩენ საქართველოში აფხაზურ ენას სახელმწიფო სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. ოკუპანტი რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი აფხაზოლოგები და ქართველოლოგები ცდილობენ აფხაზურ ენას შეუნარჩუნდეს გამოყენების ფართო ასპარეზი. შექმნილია დამწყებთათვის აფხაზური ენის შესწავლის ელექტრონული ორდონიანი პროგრამა, მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქმედით ნაბიჯებს დგამს აფხაზური ენის სწავლებისა და დანერგვის საქმეში.

წყარო: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42