2011-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ საჩუქრებზე 3 765 600 ლარი დახარჯა
პოლიტიკა - 15:26, 12 Jun, 2015     611

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დასახელების საჩუქრის შეძენაზე 3 765 600 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

„კერძოდ ამ პერიოდში საჩუქრებისა და ადგილზე მოხმარების მიზნით სულ შესყიდულია 930.3 ათასი ლარის ალკოჰოლური სასმელები, 2136.0 ათასი ლარის კომპიუტერული ტექნიკა, 205.5 ათასი ლარის ტელეფონები, 196.5 ათასი ლარის ოქროს სამკაულები (სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები, კულონები ძეწკვები), 121.1 ათასი ლარის საათები და 176.3 ათასი ლარის სხვადასხვა სახის სუვენირები.

2011-2013 წლებში შესყიდული 930.3 ათასი ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელებიდან 266.7 ათასი ლარის სასმელები ადგილზე მოხმარების მიზნით საწყობიდან გაცემულია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსზე. კონკრეტულად თუ როდის და რა სახის ღონისძიებებზე იქნა მოხმარებული აღნიშნული სასმელები წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება.

ფიზიკურ პირებზე საჩუქრების სახით გადაცემულ 1,370.2 ათასი ლარის ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციის მიერ ქონების საჩუქრად გადაცემის დროს საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში გადარიცხვა არ განხორციელებულა. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე კი დარიცხვასა და ბიუჯეტში გადარიცხვას ექვემდებარებოდა 342.6 ათასი ლარი. საჩუქრების სახით შესყიდული საათები, ოქროს სამკაულები, კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები არ მიეკუთვნებოდა სუვენირებს. ამდენად, მათი შესყიდვა და საჩუქრების სახით გადაცემა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით არამართებული იყო. ასევე არამართლზომიერ ხარჯს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლებზე კომპიუტერული ტექნიკის საჩუქრების სახით გადაცემა", - ნათქვამია აუდიტორის წლიურ ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42