საპარლამენტო უმცირესობის წევრი „თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს“ მისალმება, თუმცა ფიქრობს, რომ საკრებულოს უფლებამოსილება არ უნდა შეეზღუდოს.
მისი თქმით, უმჯობესია თუ თბილისის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდება.
„უმჯობესია დარჩეს საკრებულოს სავალდებულო თანხმობა. ამ ცვლილების მიხედვით, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ მერიის და არა საკრებულოს გადაწყვეტილებით უნდა გადაეცეს. როდესაც უქონელი მუნიციპალიტეტები ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიან, აქ ყოველთვის მაქვს კითხვები. რა უშლის ხელს იმას, რომ მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდეს? გასაგებია, რომ პრივატიზაციის ნაწილში პროცესი დასაჩქარებელია. მე სათანადო გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერ, თუმცა შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უარის თქმა რთული იყოს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური საქმინობის განხორციელება მერიას საკრებულოს თანხმობის გარეშე შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები






