მას, ვინც საარჩევნო ურნასთან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო - მუხრან ბურჭულაძის მიმართვა ექსკოლეგებს
სოც.მედია - 13:20, 12 Jun, 2015     1055
იუსტიციის სახლის ყოფილი ექსპერტი და ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე, ყოფილ კოლეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

,,იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში დარჩენილ ჩემს ძვირფას ექსკოლეგებს მინდა მოგმართოთ;

გახსოვთ ალბათ "ოქტომბერი 2012", ვისთვის მძიმე და ვისთვის საზეიმო, მაგრამ მთავარი ისაა რომ დღევანდელი რეგრესის სიმწარე ყველას გვაერთიანებს.

გახსოვთ ალბათ ვამბობდი, - მოდის დესტრუქციული და დამანგრეველი ძალა და რომ სიკეთის მოლოდინი არავის უნდა გვქონოდა.

მესმის, იმ დროს თქვენთვის და სამწუხაროდ არა მხოლოდ, 7 მილიარდის მფლობელის სიტყვა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა და ეკონომიკის, პრემიების, ხელფასის და ზოგადად სტანდარტრბის ზრდის იმედით ბევრმა თქვენგანმა საარჩევნო ურნასთან ქვეყნისთვის მეტად მძიმე გადაწყვეტილება მიიღო.

არ ვაპირებ დაწვრილებით ვისაუბრო თუნდაც საჯარო რეესტრში განხორციელებულ კონტრრეფორმებზე, თუმცა ის სიმართლე რასაც 7 მილიარდის ბრწყინვალება ფარავდა, დღეს თქვენთვისაც გაცხადებულია.

ახალმა მინისტრმა ღიად გვითხრა - არა რეფორმებს და არა განვითარებას!

იუსტიციის სახლები აღარ აშენდება, ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება, თქვენი ხელფასის ზრდაზე საუბარიც აღარაა და ეს არა მხოლოდ თქვენ, არამედ ქართველ ხალხს პირში გვახალეს.

მინდა მჯეროდეს, რომ მომავალ არჩევნებში თვალისმომჭრელი ეფექტი არა ფულს, არამედ რაციონალურ ხედვას, რეალურ პროგრამას, ეროვნულ იდეოლოგიას და ფუნდამენტურ ფასეულობებს ექნება.

იმედი მაქვს არ ვცდები.“ - წერს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42