შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გიორგი გვიჩიანის შეწყალებაზე გავრცელებულ ინფომაციას ეხმაურება.
მისი თქმით, სანამ მსჯავრდებულები საპატიმროს არ დატოვებენ, მათ შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
„პერსონალურ ინფორმაციას შეწყალებულ მსჯავრდებულებზე ვერ გავავრცელებ. ეს არის პერსონალური ინფორმაცია. თავად მსჯავრდებულები დღის განმავლობაშიი მიიღებენ ამ ინფორმაციას. შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში“, - განაცხადა ქორიძემ.
მისივე განმარტებით, შეწყალებულთა შორის უმეტესობა ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული.
საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებულთა შორის 14 ქალბატონი, ერთი კი არასრულწლოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






