EBRD-ის პრეზიდენტის მადლობის წერილი საქართველოს ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს გუნდს
პოლიტიკა - 10:53, 12 Jun, 2015     1037

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბანკის პრეზიდენტისგან, სერ სუმა ჩაკრაბარტისგან მადლობის წერილი მიიღო.

წერილი ფინანსთა მინისტრს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ დღეს ოფიციალურად გადასცა.

„თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მსურდა მადლიერება გამომეხატა თქვენდამი და თქვენი წარმატებული გუნდის მიმართ, მრავალი თვის განმავლობაში გაწეული დაუღალავი სამუშაოსა და თანამშრომლობისთვის. 2015 წელს ჩვენმა წლიურმა შეხვედრამ საუკეთესო შესაძლებლობა მისცა ღონისძიების მონაწილეებს, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ეკონომიკური კლიმატის შესახებ განსაკუთრებით კი საქართველოში არსებული საინვესტიციო პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებას დიდ წარმატებად მიიჩნევენ მისი მონაწილეები. ეს არის თქვენი ძლიერი და შემოქმედებითი გუნდის მუშაობის შედეგი. თქვენმა თანამშრომლებმა შესანიშნავად გაართვეს თავი უდიდეს დატვირთვას და გამოწვევას, როგორც ღონისძიების მომზადების, ასევე მისი მსვლელობის პერიოდში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ საერთო მიღწევით, რომელიც ვიცი, კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის,“ - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის წერილში.

ფინანსთა მინისტრმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტს და ბანკის რეგიონალურ დირექტორს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42