„დღეს არ გვაქვს ჩვენ ქონების პირდაპირ გასხვისებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, და ამ თვალსაზრისით, თბილისის მერია არის შეზღუდული, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ხელს გვიშლის. თბილისის მუნიციპალიტეტებს ისევე რგორც სხვა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად აიღოს სესხი. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში დაგვჭირდეს მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი, გზების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგფების პროექტი, რისთვისაც არ გვაქვს საკმარისი თანხა და რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს პროექტები შესხის აღებით დავიწყოთ და შემდეგ ეტაპობრივად დავფაროთ,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური საქმინობის განხორციელება მერიას საკრებულოს თანხმობის გარეშე შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები






