ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტის მადლობის წერილი მიიღო
პოლიტიკა - 18:33, 11 Jun, 2015     986

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის მადლობის წერილი მიიღო.

ავსტრიის პრეზიდენტი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერთან გამართულ საინტერესო შეხვედრას და ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ვენაში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის და მომეხსენებინა მადლობა თბილისში 19 მაისს გამართული საინტერესო შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ასევე განვიხილეთ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები და ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებული ავსტრია-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მიმართ დაინტერესება ცხადყოფს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარ პოტენციალს. თქვენთან ერთად ფორუმის გახსნა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

დარწმუნებული ვარ, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი წვლილს შეიტანს საქართველოსა და ავსტრიას შორის მჭიდრო კავშირების გაძლიერების საქმეში“, - ნათქვამია ჰაინც ფიშერის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42