ირაკლი ღარიბაშვილი ათლეტთა სოფელში ქართველ სპორტსმენებს ეწვია
პოლიტიკა - 17:59, 11 Jun, 2015     635
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად, ბაქოში დღეს ათლეტთა სოფელს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა მათ ევროპის ოლიმპიური თამაშების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერი ქართველი სპორტსმენების ამაღლებული განწყობით კმაყოფილია.

„ყველა არის მოწოდებული გამარჯვებისთვის და მე, მთავრობის წევრებთან ერთად, აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამემხნევებინა ჩვენი სპორტსმენები, მესურვებინა მათთვის მათ წარმატება, რადგან ეს იქნება მთელი ქვეყნის სიამაყე და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ამ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, თბილისში ველოდებით ევროპის ქვეყნებს, ჩვენთან გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა და ეს იქნება ძალიან დიდი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოლიმპიური თამაშების დაწყება ჩვენს სპორტსმენებს და ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბაქო 2015 - პირველ ევროპულ თამაშებში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

ათლეტთა სოფელში დღესვე სპორტსმენთა მისასალმებელი ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სპორტსმენებს ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა მიესალმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42