შიხიაშვილი ვეტერანთა სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:27, 11 Jun, 2015     1439

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. შიხიაშვილი აცხადებს რომ 3 სანიკიძის სახელობის ვეტერანტა ჰოსპიტალის შესახებ ბოლო დრეების განმავლობაში სხვადასხვა სახის არასორი ინფორმაცია ვრცელდება, მისივე თქმით არასწორი ინფორმაციის გავრცელება ვეტერანების საქმეთა სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირდება.

„ჩვენი სახელმწიფოს ერთერთი მთავარი მიზანი ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგარამები ავამოქმედეთ, დავაფინანსეთ ვეტერანებისთვის კომპიუტერული ტმოგრაფიის და მაღალტექნიკური კვლევების ჩატარება, მედიკამენტები, ოპერაციები და ყველაფერი ის, რაზეც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი არ ვრცელდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს ვეტერანებს. დღეს ჰოსპიტალის პირობები არ შეეფერება თანამედროვე სტანადარტებს. ის დანგრევის პირასაა. შესაბამისად, ვეტერანებისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. აქ თითოეული ვეტერანი შეძლებს ყველა სახის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიღებას.

ჰოსპიტალთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმში სამსახურის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია და არაობიექტური შეფასებები გაჟღერდა, თუმცა დაირღვა თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, ამას ჟურნალისტთა ქარტია დაადგენს, ჩვენი იურისტების მიერ შედგენილი სარჩელის განიხილვისას.

12 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ამბასადორში" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო აღნიშნული თემების განსახილველად შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოწვეულია პროცესში მონაწილე ყველა მხარე.

მიგვაჩნია, რომ ვეტერანების თემა არ შეიძლება იყოს გამოყენებული სპეკულაციისათვის.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხელისუფლება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს დასაქმებული და ჯანმრთელი ვეტერანი და ყოველთვის დაიცავს მათ ღირსებას", - ნათქვამია ირაკლი შიხიაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42