სანდრო ცნობილაძის ქალიშვილი ნატა ცნობილაძე "ფეისბუქზე" მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
"არა იმიტომ რომ მამაჩემია!
არა იმიტომ რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.
ძალიან ძაალიან დიდხანს ვფიქრობდი რა როგორ დამეწერა,როგორ გამომეხატა ჩემი აზრი ამ ყველაფერზე, ვისთვის რა პასუხი გამეცა, რატომ მოუვიდა მამაჩემს ეს შეცდომა, ვისთვის ამეხსნა სიტუაცია. მივმართავ ყველას, ვისაც გასჩენია ჩემს მიმართ კითხვა "რატომ მოუვიდა მამაშენს მსგავსი რამ?" არვიცი. მაგრამ ვიცი ის რომ უშეცდომო არავინაა, არც მე, არც შ ე ნ, ზოგადად არავინ.
დაუშვა შეცდომა, შეცდომა რომლისთვისაც მოუბოდიშა საზოგადოებას, თითოულ ადამიანს რომელიც იმ მომენტში მატჩს უყურებდა, იმ ადამიანებს ვინც მატჩს არ უყურებდნენ და შემდეგ გაიგეს ეს ამბავი. გამოასწორა შეცდომა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გახდებოდა ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს სალაპარაკო
მე არ ვამართლებ მამაჩემს, მე ვაღიარებ მის შეცდომას, ვაღიარებ იმას რომ შეეშალა, მაგრამ მოიბოდიშა. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, ის რაც მან თქვა თამაშის მიმდინარეობის დროს.
მინდა რომ დაფიქრდეთ.
ვიმეორებ, უშეცდომო არავინაა. და თქვენ წარმოიდგინეთ
კ ო მ ე ნ ტ ა ტ ო რ ი ც ა დ ა მ ი ა ნ ი ა .
დამაბრალეთ სუბიექტურობა, მაგრამ ეს ასეა. ეს მართლა ასეა.
პ.ს პატივს ვცემ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელბმაც სანდროს ეს შეცდომა არ გადააყოლეთ, ვინც მხარში დაუდექით და გაამხნევეთ" - წერს ნატა ცნობილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






