ბერძენიშვილის თქმით, ეს სერიოზული საკითხია და მასზე მუშაობაა საჭირო.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მაღალმთიანი რეგიონები საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ შესაძლოა პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩენ, ამიტომ მათი ინტერესების გამოსახატად ახალი უწყების შექმნა იქნება საჭირო.
"უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ამ შემთხვევაში პატარა საარჩევვნო უბნები უნდა გამსხვილდეს და ბევრი ჩვენი მთის რეგიონი რჩება წარმომადგენლის გარეშე. ამან გამოიწვია იმ რეგიონების მაჟორიტარების სამართლიანი გულისტკივილი, თუ ვინ გამოხატავდა მათ ინტერესებს . ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ კარგი იქნება ამ კუთხით არსებობდეს მინისტრი, ან სახელმწიფო მინისტრი. ეს მსჯელობა საქართველოს მოსახლეობაში ხუმრობის საგნად იქცა, ბევრი ამ საკითხს სერიოზულად ვერ ეკიდება, რადგან არ იციან რაზეა საუბარი. დაცინვა ყველაფერზე შეიძლება მაგრამ როდესაც ასეთი რამ მომზადდა ამას სჭირდება საზოგადოებისთვის მეტი განმარტების გაკეთება. მთის მინისტრი და მოყვება თუ არა ამას პიტალო კლდეების დეპარტამენტი, საკითხი ასე არ დგას. ბევრი საკითხია, რომელზეც დაცინვა იოლია, ბუსუსებიანი პრეზერვატივის არ იყოს კარგი იქნება თუ ვინმე რამეში გაერკვევა და მერე დაიწყებს ხუმრობას, თორემ ხუმრობა ისეთი ვიცით მთელ საქართველოს გავაცინებთ,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






