მცხეთაში იუსტიციის სახლი აღარ აშენდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მე უკვე წინასწარ ვიცი, რომ ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო, მაგალითად, მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება. ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ ბორჯომის და თიანეთის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, რაც არ უნდა საჭირო იყოს ის სხვა მხრივ. ვეღარ აშენდება სავარაუდოდ, ორი სოფლის სახლი საქართველოში, საჯარო რეესტრს მოუწევს საკუთარი სათავო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად 3 მილიონი გადასცეს საკუთარი ეკონომია ბიუჯეტს და ა.შ. იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემთხვევაში, ეს ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. რაც შეეხება ხელფასებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის იუსტიციაში, რომ არ შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლების აყვანა და ხელფასების გაზრდაზე საუბარი ჩემს შემთხვევაში ვერ იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






