იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ახალი სამინისტროს შექმნა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთის სამინისტროს შესაძლო შექმნს საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად მთის მინისტრის პოსტის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
"იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად, გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა“, - განაცხადა წულუკიანმა.
უმრავლესობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი. ახალი რგოლი ყველა იმ ინიციატივას აღასრულებს, რომელიც მთის განვითარების კუთხით არსებობს. მმართველი კოალიცია ამბობს, რომ უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, ახლა კონსულტაცია მთავრობასთან მიმდინარეობს. ოპოზიცია წინადადებას ჯერ არ იცნობს.
მასალის გამოყენების პირობები






