ოპოზიციამ თელავის საკრებულოს საქმე სააპელაციო სასამართლოში მოუგო
პოლიტიკა - 13:27, 11 Jun, 2015     1040
სააპელაციო სასამართლომ განაჩენი თელავის საკრებულოს ოპოზიციის წევრების სასარგებლოდ გამოიტანა. ამასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თვითმმართველი ქალაქის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა - ბადურ რევაზიშვილმა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), რევაზ არჯევანიძემ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და ნიკა ვარდოშვილმა (ახალი მემარჯვენეები), 2014 წლის სექტემბერში, საკრებულოს იურიდიულ კომისიას ოპოზიციური ფრაქციის შექმნის მოთხოვნით მიმართეს. თუმცა, კომისიამ მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა. საკრებულომ აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო, რაც სრულიად უკანონო და არადემოკრატიული ქმედება იყო.

აღნიშნულმა პირებმა, მათი მოთხოვნის უკანონო უგულვებელყოფა, თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და კომისიის დასკვნის, საკრებულოს გადაწყვეტილებისა და ამ საქმესთან დაკავშირებული აქტებისა თუ ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ასევე, ზემოთ ხსენებული წევრების მოთხოვნის შესაბამისად ფრაქციის რეგისტრაციის დაუყოვნებლივ შესრულება. მიმდინარე წლის 10 იანვარს, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, გააუქმა საქმესთან დაკავშირებული საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასკვნა თუ ბრძანება და საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია დაავალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს ბაჟის გადახდაც დააკისრა.

ბადურ რევაზიშვილი, რევაზ არჯევანიძე და ნიკა ვარდოშვილი მიიჩნევენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. თუმცა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგი ამჯერადაც უცვლელი დარჩა. 2015 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საკრებულო აპირებს არ გაჩერდეს და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს და თავისი უმეცრებით, კიდევ ერთხელ შეირცხვინოს თავი ამომრჩევლისა თუ სხვადსხვა ადგილობრივი და საერთშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების წინაშე, რაც ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს.

აქ უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თელავის საკრებულოში ამ დრომდე არცერთი ფრაქცია არ არსებობს, რაც ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევა საზოგადოებისა და იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ფრაქციების მუშაობის გაუმჯობესებისა და ზოგადად საკრებულოების ეფექტურობის ასამაღლებლად უმარავ პროგრამებს ახორციელებენ. ასევე აღიქმება არადემოკრატიულად.

როგორც ჩანს ადგილობრივ თვითმმართველობას საკრებულოში ძლიერი ოპოზიციური ფრაქციის არსებობა არ აწყობს და ყველა ღონეს ხმარობს მათ ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს, რითაც საკრებულოს წევრების უფლებებსა და ზოგადად დემოკრატიულობის პრინციპებს არღვევს,“-ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42