ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მთის მინისტრის პოსტის შემოღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მსჯელობის შემდეგ უნდა გადაწყდეს.
მისივე განმარტებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „მთის კანონის შესახებ“ არავითარი შეხება არ აქვს მთის სამინისტროსთან.
„მთის მინისტრის საკითხი სამსჯელოა. ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა განისაზღვროს დადებითი და უარყოფითი მხარეები ამის შემდეგ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ მთის სამინისტროსთან არაფერი კავშირი აქვს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული, ვგულისხმობ პარლამენტში ინიცირებულ კანონ პროექტს „მთის კანონის შესახებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ვიცით, რომ იქ მცხოვრებლების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ დატოვონ თავიანთი სოფლები და წამოვიდნენ ქალაქში. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






