ხადურის თქმით, ეკონომიკური ზრდა 5%-ის ნაცვლად 2%-ით იქნება გათვალისწინებული.
„ერთი რამ, რაც დღეს ნამდვილად გადაწყვეტილია, არის ის, რომ შემცირდება სახაზინო ვალდებულების ემისია 100 მილიონი ლარით. ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ან ეკონომია, ან პირიქით. ეს არ ითვალისწინებს მხოლოდ შემცირებას, შესაძლოა რომელიმე მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდოთ კიდეც.
ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, იმავე მიმართულებით, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პრდუქტის 3 %-ს. “ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






