თეა წულუკიანის თქმით, მთავრობაში დარჩენის და ალასანიას პარტიიდან გასვლის შესახებ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი ნგრევა არ გამოუწვევია. მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი გახდა ის, რომ ქეყანას ევროპული მთავრობა მართავს.
„ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვახსენებდი და ახლაც დადებთად ვახსენებ. ადამიანებზე სწრაფად და უსაფუძვლოდ აზრის შეცვლა არ მჩვევია. დღეს ვარ მარტო და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ როდესაც ალასანიას პარტიაში ვიყავი მაშინაც მარტო ვიყავი და მარტო ვგრძნობდი თავს. იმისთვის, რომ პარტია პარტიას დამსგავსებოდა მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთე. დღეს მიხარია, როდესაც პარტიის პატარა, მაგრამ მაინც რეიტინგს ვხედავ. დღეს მათ უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ადრე და მიმაჩნია, რომ ამაში მეც მიმიძღვის წვლილი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






