პრემიერის თქმით, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პასუხი იმ კრიტიკოსების მიმართ, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მსოფლიოში 29-ე ადგილს ვიკავებთ. ეს არის პასუხი იმ კრიტიკოსების მისამართით, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა. ინდექსის თანახმად საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არიას - იტალია, ხორვატია, რუმინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ. ასევე გეტყვით, რომ საქართველო კანონის უზენაესობის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალური აზიის რეგიონში. კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელიკორუფციის არარსებობის კუთხით აქვს. ეს დიდი აღიარებააა იმ სწორი პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






