2014 წელს შრომის ანაზღაურების სახით სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი თანხა 103 184 ლარი საქართველოს თავდაცვის მინისტრზეა გაცემული. ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მიერ გავრცელებულ კვლევაში.
"სხვა მინისტრების ანაზღაურებისგან თავდაცვის მინისტრის ანაზღაურების განსხვავება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (2 170 ლარი) გარდა თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი)", - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება პრემიას, პრემიებს, IDFI-ის ინფორმაციით, 2014 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 12 500 ლარი მიღებული აქვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს - 10 000 ლარი.
2014 წელს 6 250 ლარის ოდენობის პრემია მიღებული აქვთ აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2014 წლის შრომის ანაზღაურება შედგება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ მინისტრის მიერ დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატისგან.
მასალის გამოყენების პირობები






