საქართველოს საუდის არაბეთის პრინცი ეწვია
პოლიტიკა - 16:30, 10 Jun, 2015     1547

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი, მისი აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში საუდის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია, რომ საპატიო სტუმარი საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუდის პრინცი ალ-ვალიდი, რომელიც არის საუდის არაბეთის Kingdom Holding-ის მფლობელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და არაბეთის სამყაროს ყველაზე შეძლებული ბიზნესმენია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მსვლელობის დროს, ქართული მხარე გეგმავს საპატიო სტუმარს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნოს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრინც ალ-ვალიდის ჰოლდინგი რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა სასტუმროების ბიზნესი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გართობის ინდუსტრია და ა.შ.

ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42