"ნაციონალურმა მოძრაობამ" ანტიკრიზისული პროგრამა წარადგინა
პოლიტიკა - 15:58, 10 Jun, 2015     1025
დღეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის შემუშავებული პროგრამა წარადგინა. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ანტიკრიზისულ პროგრამას და განცხადებას "ნიუპოსტი უცვლელად გთავაზბთ.

"ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის 2,5 წელიწადის თავზე სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი. ქვეყანა არაფორმალურად, კულისებიდან იმართება.

„ქართული ოცნებას“ მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა და არ შეუძლია შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. 36 მლრდ ლარის ნაცვლად, რაც სრულიად რეალისტური იყო 7%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, დღეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 32 მლრდ ლარია. ოცნება 4 მლრდ ლარი დაგვიჯდა!

2015 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული დოკუმენტის „36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის“ საფუძველზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა დეტალური, სიღრმისეული წინადადებების პაკეტი „ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის“, რომლის განხილვასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსპერტებთან, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და სხვა დაინეტერესებულ წრეებთან იწყებს.

ჩვენი პროგრამის მთავარი პრინციპებია:

• დავწიოთ გადასახადები! დავასაქმოთ ხალხი!

• ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები რეგულაციები!

• მეტი მიზნობრივი და პირდაპირი დახმარება ხალხს!

• 1,4 მილიარდით მეტი თანხა წელიწადში ხალხს განსაკარგავად - 1,4 მილიარდით ნაკლები ბიუროკრატიას

,,36 ნაბიჯში“ წარმოდგენილი პრინციპების გარდა, ახალი წინადადებების პაკეტის შედეგად:

• მოგების გადასახადის გაუქმდება და მას გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადი ჩაანაცვლებს; საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება.

დღეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავების საგანი ძირითადად სწორედ მოგების გადასახადის დათვლაა. მისი გაუქმებით ბიზნესს უბრალოდ ფინანსური შეღავათი კი არ ეძლევა, არამედ ეხსენება საგადასახადო ორგანოებთან დღეს არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო სახელმწიფოს აღარ სჭირდება უაზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის შენახვა;

• ასეულ ათასობით ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს 1,4 მლრდ ლარი დარჩება განსაკარგავად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

• საგადასახადო ადმინისტრირების მასშტაბური რეფორმა ბიზნეს-გარემოს პროგნოზირებადს, ხოლო ბიზნესმენს დაცულს გახდის. საგადასახადო დავების დეკრიმინალიზაცია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული საგადასახადო ამნისტია, პრეცედენტების ბიზნესმენთა სასარგებლოდ გამოყენება, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის აღდგენა, წინასწარი გადაწყვეტილების (advance ruling) პრაქტიკის ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში დანერგვა, დერეგულაცია ამ მასშატბური რეფორმის ცალკეული კომპონენტებია.

• გაჭირვებულებისა და მდიდრების ერთნაირად დახმარების ნაცვლად, სახელმწიფო შეწყვეტს წლიური 40 000 ლარის შემოსავლის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას. ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები სარგებელს გადასახადების შემცირების ხარჯზე მიიღებენ.

• სახელმწიფო ხარჯები შემცირდება ბიუროკრატიის რაოდენობისა და მასზე დანახარჯების შეკვეცის შედეგად, ხოლო ბიუჯეტი ისე დაიგეგმება, რომ ხალხთან ფული პირდაპირ, მიზნობრივად მივიდეს და მას გზაზე მადაზე მოსული ჩინოვნიკები არ გადაეღობონ.

სახელმწიფო ხარჯების მინიმუმ 1.3 მილიარდი ლარით შემცირება რეალისტური და აუცილებელია, რადგან სახელმწიფოს ჭარბი ზომა საზიანოა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა და ეკონომიკური თავისუფლებისათვის.

• სოფლის მეურნეობის პროგრამები ისე აეწყობა, რომ სოფლის 500 000 გაჭირვებული მცხოვრებს სახელმწიფო პირდაპირ, ბიუროკრატიის გვერდის ავლით, დაეხმარება.

• სასკოლო ასაკის ბავშვის განათლებაზე წელიწადში მშობელს 1200 ლარი გამოეყოფა, ხოლო მასწავლებლების საშუალო ხელფასის 200%-ით გაიზრდება.

• გაზრდილი ფინანსური დახმარება(პენსია, სოც.დახმარება, განათლება, ჯანდაცვა) 1 000 000 ადამიანს მდგომარეობას გააუმჯობესებს. კერძოდ, მიზნობრივი დახმარების ხარჯზე, 300 000 ხელმოკლე პენსიონერისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ფინანსური მხარდაჭერა 50%-დან 100%-დე გაიზრდება; 100 000-ზე მეტი გაჭირვებული ოჯახის ჯამური ფინანსური დახმარების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 10 000 ლარს მიაღწევს; დამატებით 100 000 ხელმოკლე ოჯახი წელიწადში საშუალოდ 4 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებას მიიღებს,"-ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42