,,იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები...ჩვენ სიცოცხლეშივე დავიხოცეთ“ - ემიგრანტი ქეთი დოლიძეს
სოც.მედია - 15:56, 10 Jun, 2015     10102

„ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით“, - ამ სიტყვებს ამოიკითხავთ პოსტში, რომლითაც ემიგრანტი ანა გაგუნაშვილი ქეთი დოლიძის განცხადებას პასუხობს. რეჟისორის განცხადება კი, რომელმაც ბევრის გაღიზიანება გამოიწვია ამგვარი გახლავთ - „ ქვეყნიდან თავისი ნებით წასულ ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი“.


ანა გუგუნაშვილის პოსტი


მინდა მივმართო ყველა ემიგრანტის „გულშემატკივარს“ :დაგვაბრუნეთ და დავბრუნდებით...

ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...


ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის, რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...


ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში, რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების...
აქ დროც გაჩერებულია...


თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.


როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს...


იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს... იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე... წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე...


იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...


ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა...


ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე... თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან...


ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო...
ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ...
ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან...
და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42