„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ კაბელების საქმეზე საკუთარ საჩივარს გრიფით დაადო.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება დანაშაულია.
"ეს არის ორგანიზებული დანაშული, რომელსაც თავში უდგას ივანიშვილი და ის და მისი გუნდი ყალიბდება როგორც მაფიოზური კლანი. მაშინ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ ნებისმერი თემა გაასაიდუმლონ, და საზოგადოებას მასზე საუბარი აუკრძალონ, გაასაიდუმლონ ეკონომიკური კრიზისი, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, აბსურდამდე მიდიან უკვე," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კაბელების საქმის ადვოკატების ინფორმაციით, საჩივარს, რომლითაც სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, გრიფით საიდუმლო ადევს.
ამის შესახებ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ამით პროკურატურას სურს დამალოს საქმეში არსებული დარღვევები.
შეგახსენებთ, პროკურატურამ სასამართლომ 5 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმად პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად იქნა ცნობილი.მასალის გამოყენების პირობები






