,,საარჩევნო სისტემის რეფორმირების გარეშე სამართლიანი და თანასწორუფლებიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ბევრი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპოზიციის მხრიდან მცდელობა და ზეწოლა სხვადასხვა ხელისუფლებებზე, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც სწორედ ამ მოთხოვნით იბრძოდნენ და არაერთ დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. პარლამენტს შიგნით, პარლამენტს გარეთ, საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორში, ყველა ვინც კი შეიძლება იყოს დაინტერესებული და მუშაობდეს საარჩევნო თემატიკაზე, მობილიზებულია იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რათა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, სადაც ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების რაოდენობა რეალურად აისახება პარლამენტში რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად უმრავლესობაშია აზრთასხვადასხვაობა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელი აქვს მოწერილი ჩვენი პოზიციის უალტერნატივობაზე, როცა ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ 2016 წლის შემდეგ ანუ 2020-ში ამ რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს, გაუგებარია მათი მიდგომა - რას ნიშნავს 2016-ში არ გავაკეთებ, ანუ პირდაპირ გვეუბნება ხელისუფლება, რომ 2016-ში მე უნდა გამოვიყენო ეს მაჟორიტარული სისტემა და 2020-ში დავიწყოთ დემოკრატიის მშენებლობაო, ასეთი ცინიკური დამოკიდებულება კანონმდებლობასთან და არჩევნებთან არაერთი გვინახავს, მაგრამ ეს უკვე ზღვარგადასულია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ერთობის ფონზე ჩვენ პოლიტიკური ძალები უკან არ დავიხევთ, რადგან ეს ჩვენი ინტერესის საგანი კი არა, საზოგადოების მოთხოვნაა. ყველა პოლიტიკურ ხერხს გამოვიყენებთ - იქნება ეს პარლამენტში თუ მის გარეთ, გამოყენებული იქნბა ყველა ბერკეტი რომელიც ჯდება კონსტიტუციურ ფარგლებში, რომ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ ეს რეფორმა არა 2020-ში არამედ 2016-შია გასატარებელი“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






