„წადი და მიჩივლე. ისემც გიქნია ჩუსტები დაგიგლეჯია სტრასბურგში სირბილით“ - რეზო შატაკიშვილი გუგული მაღრაძეს
სოც.მედია - 14:41, 10 Jun, 2015     5212
დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში უამრავთა მწვავე გამოხმაურება მოყვა. „ტუტუცი, უსირცხვილო და უტიფარი დედაკაცი,“ - ასე ახასიათებენ უმრავლესობის წევრს ინტერნეტმომხმარებლები.

„რამდენი შტერი და საქმის არ მცოდნე გყავთ დასაქმებული და კიდევ ხელფასი არ გყოფნით?.. ვაი თქვენს თუ ჩვენს პატრონს“ - ვკითხულობთ კომენტარებში.

„არ გრცხვენია, რას მიედ-მოედები“, - ცხარობს სხვა. „თქვენი დონის „პროფესიონალები" რომ არიან ქვეყნის სათავეში, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე. ევროპარლამენტში თქვენი "ინგლისური" რომ მოვისმინე ... 200 ლარსაც არ მოგცემდით ხელფასს“...

გუგული მაღრაძის განცხადებამ სხვებთან ერთად რეჟისორი და ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილიც გააბრაზა, „ნიუპოსტი“ გთავაზობთ პოსტს, რომელიც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა.

„გუგული მაღრაძე: „ ვისაც სამუშაო უნდა, ის მას ყოველთვის იშოვის.... სერიოზული, მცოდნე ადამიანი 2000 ლარად სამსახურში არც გაჩერდება."
კომუნისტკა მორალისტკა!
გუგულა ძალოოო, ახლა მომისმინე, იცი რას გეტყვი? მე არ მაქვს 2 ათასი ლარი ხელფასი და ვჩერდები სამსახურში.
ვინაა შენი არასერიოზული და უცოდინარი? ვინცაა უვიცი კარგად ეტყობა! ვინ წერდა 10 კაპიკიან ბროშურებს ”ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება”? რომელსაც საჯარო ბიბლიოთეკა ასე უსაზღვრავს თემატიკას: ”ახალი ადამიანის აღზრდა, კომუნისტური მორალი”?
ვინ ამართლებდა კრიმინალის ზრდას - საზოგადოების განვითარების თანმდევიაო?
გუგულა ძალოო, შენზეა ზედგამოჭრილი, დაგაკვდება: „ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო“.
შეგახსენებ: მე არ მეკუთვნის, ფოლკლორია, ფოლკლორი :))
დიახ, გუგულა ძალო, თუ გინდა ეს შეურაცხყოფად მიიღე, არ მენაღვლება - იმიტომ რომ შენ მომაყენე. წადი და მიჩივლე. ისემც გიქნია ჩუსტები დაგიგლეჯია სტრასბურგში სირბილით. თან შენ რომ ინგლისური იცი, გადარევ და გადმორევ“ :)))




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42