როგორც დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები არ აინტერესებს და სწორედ ამიტომ არ გაიარეს დღევანდელ პლენარულს სხდომაზე რეგისტრაცია.
„პროტესტი გამოვხატეთ იმ მთავარ საკითხზე, რაზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი საუბრობს და არის ერთ აზრზე, გარდა „ქართული ოცნებისა“. მსჯელობაც არ უდნათ. ზოგადადა, ხელისუფლება მარცხს განიცდის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, საკუთარი უმრავლესობის შეკრება არ შეუძლიათ და ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ხელი შეუწყოთ ქვორუმს? ჩვენ რა საკითხებიც გვაწუხებს ეს საკითხები, მაპატიეთ და ფეხებზე ჰკიდიათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცოტა ხნის წინ საკანომდებლო ორგანოში პარლამენტის სესიის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო უკვე მეორედ ჩავარდა. ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიებმა, საარჩევნო სისტმის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში შემდგარი შეთანხმების მონაწილეთა მიმართვის შესაბამისად, პროტესტის ნიშნად არ გაიარეს რეგისტრაცია იმ მოთხოვნით, რომ დაწყებულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ განხილვა. უმცირესობის გადაწყვეტილებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეეცადა ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი, რომელსაც პარლამენტის ვიცესპიკრმა მანანა კობახიძემ მიკროფონი გამოურთო.
მასალის გამოყენების პირობები






