დიმიტრი შაშკინის თქმით, რუსეთი საქართელოს ყველაფერზე დაელაპარაკება, წართმეული ტერიტორიების დაბრუნების და ევროინტეგრაციის გარდა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალურმა ორგანომ ღიად განაცხადა: საქართველოს დაველაპარაკები ყველაფერზე, გარდა აფხზეთის და ცხინვალის დაბრუნებისა და დაველაპარაკები იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. ჩვენ, ყველაფერს ამას ვამბობდით ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები „ურთიერთობის დალაგებას“ იწყებდენ, რომ ეს იქნებოდა რუსეთის პოზიცია. როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობდა იმაზე, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან, მაშინ ყველა ადეკვატური ადამიანი ამბობდა, რომ რუსეთისთვის წითელი ხაზი გადის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი ყველაფერზე დაგელაპარაკება, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებისა და გარდა იმისა, რომ შეეგუოს ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ზუსტად ეს განაცხადა რუსეთის ოფიციალურმა უწყებამ ღიად. მე არ ვიცი სხვა რა უნდა გააკეთოს რუსეთმა იმისთვის, რომ მიხვდეს რეალობას ის ხალხი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობს. თუ ვინმე არის საქართველოში, რომელიც მზად არის დაიწყოს რუეთთან დიალოგი აფხაზეთის და ცხინვალის სანაცვლოდ და ასევე იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ უარს ვიტყვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე, ეს, ჩემი სუბიექტური აზრით, იქნება ღალატი,“-განცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






