გურიაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „თავისუფალ საქართველოში გადავიდა
პოლიტიკა - 13:34, 10 Jun, 2015     1334
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გურიის ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, გოჩა ძიმისტარიშვილი, პარტიას პროტესტის ნიშნად ტოვებს და „თავისუფალ საქართველოში“ გადადის.

ამის შესახებ განცხადება, ძიმისტარიშვილმა, დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ბრიფინგს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავაც ესწრებოდა.

ძიმისტარიშვილის თქმით, პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელების დირექტივა გახდა-რომლის მიხედვითაც მას ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა აეკრძალა.

გოჩა ძიმისტარიშვილი; ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი:“მე გახლდით „სქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გურიის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავიდანვე ეს იყო ოპოზიციური პარტია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, თუმცა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ გახდა „ქართული ოცნების“ სატელიტური პარტია.

ეს იყო მთავარი მიზეზი რის გამოც მე ვერ დავრჩებოდი ამ პარტიაში. მე ხშირად ვაკრიტიკებდი „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ფრთას, რაც არ მოსწონდა „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობას, გამაფრთხილეს, თუ არ დავანებებდი ხელისუფლების კრიტიკას თავს, გამრიცხავდნენ პარტიიდან. აი ეს იყო მთავარი მიზეზი.

„თავისუფალ საქართველოში“ გადავედი იმიტომ, რომ ბევრი მსმენია ბატონ კახაზე, ის ყოველთვის ებრძოდა უსამართლობას და დღეიდან მიხარია, რომ უსამართლობასტან ბრძოლას-მასთან ერთად გავაგრძელებ“.

კახა კუკავა; „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე:“ბატონი გოჩა ძიმისტარიშვილი გურიაში უხელმძღვანელებს პარტიულ ორგანიზაციას, ოზურგეთში და გურიაში ნამდვილად არ არის პარტიების სიმცირე, თუმცა როცა თბილისში პარტიის ლიდერები სიტყვით აკრიტიკებენ მტავრობას და მმართველ კოალიციას, მათი წარმომადგენლები ადგილებზე გარიგებებით არიან დაკავებულები. გურიაში „თავისუფალი დემოკრატები“ შეასრულებენ რეალური ოპოზიციის ფუნქციას და იმ პრიორიტეტებზე იმუშავებს, რომელზე საუბარსაც ყველა ფსევდოოპოზიციური პარტია ერიდება საუბარსაც კი.“

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42