ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი ადამიანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სახელმწიფომ არსებული რესურსების გამოყენება შეძლოს.
„სახელმწიფოს მთავარი კაპიტალი არის ადამიანი და ადამიანური რესურსები. ჩვენი და ზოგადად განვითარებადი ქვეყნების მთავარი პრობლემა არის ის, რომ დროულად ვერ ვახდენთ იდენთიფიცირებას და არსებულირ რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს უნდა იყოს მიზანმიმართული მუშაობა და სახელმწიფომ მას ხელი უნდა შეუწყოს, რადგან თუ ადამიანმა, როგორც კაპიტალმა ვერ შეძლო განვითარება და რეალიზება, წარმატებაც იქნება მიუღწეველი, ვერ შევძლებთ ვერც სხვა რესურსების გამოყენებას. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, იმისთვის, რომ კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანების განვითარებას და რეალიზაციას ხელი შევუწყოთ,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






