ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ხელი მოაწერონ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 15 პოლიტიკური პარტიის და 9 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით უკვე შესულია პარლამენტში.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ, უმრავლესობის წევრებს, რომლებიც თავის დროზე საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, რომ გაიხსენონ თავისი მოთხოვნები და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.
საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხება, ხელს უკვე 59 დეპუტატი აწერს, თუმცა მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენელი არც ერთი არ არის. ინიციატივაზე ხელი მოწერილი აქვს 50 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, „თავისუფალი დემოკრატების“ 8 წევრს და მურმან დუმბაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






