„დღეს დაპატიმრებულ იქნა „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის“ თავმჯდომარე ბესიკი ექსეულიძე, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა დევნილების მოთხოვნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აპროტესტებდა „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერის მალხაზ პატარაიას უკანონო დაკავებას. სამწუხაროდ ნაცვალდ იმისა, რომ ხელისუფლებას მოესმინა საკუთარი მოქალაქეებისათვის, მან გააგრძელა აგრესიული მოქმედებები სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. ნიშანდობლივია, ის რომ ორივე შემთხვევაში დაკავების მიზეზი გახლდათ მშენებარე ობიექტების დროებით შემოღებულ ღობეზე სტიკერების გაკვრა. ხელისფლებას ეშეინია, რადგან მას არ აწყობს როგორც აქტიური მოქალაქეები, რომლებიც დაიცავენ საკუთარ უფლებებს, ასევე აქტიური დევნილთა მოძრაობა.
ვფიქრობთ, რომ დღესითვის ილახება ადამიანის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია და რაზეც მთელი ცივილური სამყაროს განვითარების საფუძველი დგას. სოლიადრობა დევნილებს! ჩვენ არ გვეშინია!!!!!“-ნათქვამია „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






