"რაც შეეხება იმას, თუ როგორი იყო ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, 2004 წლამდე მთელი ეკონომიკიდან სიკეთეს იღებდა მხოლოდა 50 დან 100 ოჯახამდე, არ გროვდებოდა გადასახადები და შედეგი იყო ის, რომ საქართველოში არ იყო გზები, ელექტროენერგია, გზები, ხელფასები. ნორმალური ქვეყანა გულისხმობს იმას, რომ უნდა გროვდებოდეს გადასახადები. იყო მტკივნეული პროცესი და ამ პროცესში ბუნებრივია გვქონდა ჩვენც სირთულეები.
როდესაც ამბობენ, რონმ ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ჩნდება კითხვა, რატომ მოხდა ამ პოერიოდში საქართველოში ეკონომიკის სამჯერ გაზრდა? რატო მოხდა ის, რომ საქართველოში ყველაზე ადვილი არის ბიზნესის რეგისტრაცია? რატომ მოხდა ის, რომ პოსტ საბჭოთა სივრციდან ყველაზე ადვილი საქართველოშია საბაჟო პროცედდურების ჩატარება? რატომ არის საქართველოში ყველაზე ნაკლები ლიცნზიები და რეგულაციები? ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯი იმისთვის, რომ ბიზნესი ყოფილიყო თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ამ პროცესში ბუნებრივია იყო გარკვეული შეცდომებიც. თუ ლაპარაკია რეკეტზე, რეკეტი არის, როდესაც აქვს ვინმეს პირადი გამორჩენა, თუ რომელიმე პროკურორს დაწყებული ჩემი ამ პროცესიდან მიღებული აქვს გარკვეული სიკეთე, ნებისმიერს შეუძლია დაინტერესდეს და ნახოს აღმოჩნდა თუ არა რამე ქონება რომელიმე ადამიანის ხელში,“-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






