ამის შესახებ ადეიშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემები დღესაც არსებობს და ამ მხრივ 2012 წლის არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა.
„იმის თქმა, რომ იმ დროს მედიის თავისუფლების მხრივ ყველაფერი კარგად იყო, არასწორია. ეს არ არის ნამდვილი. ამას ბევრის საერთაშიროსო ორგანიზაცია მიგვითითებდა. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ საქართველოში ოპოზიციური მედია არ არსებობდა. ვნახოთ რა ხდება დღეს. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ მედია უფრო თავისუფალია, ძნელია ამის დაჯერება, რადგან მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორს აკავებენ შეთითხნილი ბრალდებით. როდესაც ხდება სარეკლამო ბაზრის ცალსახად გადანაწილება, რომ ოპოზიცირ მედიას შემოსავალი შეუმცირდეს და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა, თუ არ გაუარესებულა“, - განაცხადა ადეიშვილმა.
მისივე თქმით, ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა ილუზია, რომ თუ ცუდი ფაქტი არ გშუქდებოდა, ეს კარგი იყო ხელისუფლებისთვის.
„ხშირად არსებობს მოზარება, რომ თუ რომელიმე ცუდი ფაქტი მედიაში არ გაშუქდება ეს არის კარგი ხელისუფლებისთვის. ეს ილუზიაა, რადგან შეუძლებელია რამის დამალვა, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში. თუ ვინმეს ამის ილუზია აქვს ძველი ან ახალი ხელისუფლების მხრიდან, ეს არასწორია. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო ზოგადი ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ ეს ილუზიები ხანდახან ჩნდებოდა ხოლმე“, - განაცხადა ადეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






