,,ის იყო პოლიტიკაში, ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ პროცესებზე და პოლიტიკაც არის პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ის კი ამას აკეთებდა 2004-შიც, 2005-შიც, 2009-შიც, ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც... გამომდინარე, მისი პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ცალსახად ცნობილი იყო ჩვენთვის,“ - აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.
„მე მას პირადად არასოდეს არ შევხვედრილვარ. მაგრამ ჰქონდა ინტენსიური კავშირები. ის რომ ოლიტკაში მსვლას აპირებდა იყო ცნობილი 2008-ში, 2009-შიც, 2010-შიც. ხელისუფლებაში მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც... “ - აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ივანიშვილმა ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნების გზა აირჩია, რაც, ადეიშვილის თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს იმას, რომ სადღაც, კულისებს მიღმა ფორმდებოდეს გადაწყვეტილებები ორ ადამიანს შორის ხელისუფლების გადაბარების შესახებ. ,,ბუნებრივია, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, გადააბარო. მან არჩევნების გზა აირჩია და შესაბამისად, არჩევნებითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლების გადაბარებაზე კი მიიღო ცალსახა უარი," - ამბობს ზურაბ ადეიშვილი.
აჩუქა თუ არა სახლი მას და ვანო მერაბიშვილს 2004 წელს ბიძინა ივანიშვილმა, ზურაბ ადიშვილი ამბობს, რომ მას სახლი არ აქვს და მითუმეტეს არავის ნაჩუქარი.
"ვინმეს მხრიდან მინისტრისთვის სახლის ჩუქება ეს არის კლასიკური კორუფციის მაგალითი და შესაბამისად ასეთ გარიგებებზე მე არასდროს წავსულვარ" - აცხადებს ადეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






