,,2007 წლის 7 ნოემბერს მიდიოდა ერთი სერიოზული პროცესი, რასაც ჰქვია ოლიგარქის მიერ ხელისუფლების გადაფორმება. ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხე ემუქრებოდა. სახელმწიფო ვალდებული იყო, გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა, რაც აუციელბელი იყო დემოკრატიული წყობილების შენარჩუნებისათვის“ - აცხადებს ყოფილი მაღალჩინოსანი.
რამდენად ლეგიტიმური იყო ძალის გამოყენება მომიტინგეთა დაშლისას და ტელეკომპანია იმედში შესვლისას, ადეიშვილი ამბობს, რომ ძალის გადამეტება იყო, მაგრამ არალეგიტიმურად ძალის გამოყენება აქციაზე არ მომხდრა და არც იმედში შესვლის დროს დამდგარა არალეგიტიმურობის საკითხი.
„იმის გამო, რომ ჩვენთვის, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, ძნელი იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის გამკლავება, მითმეტეს, როცა აქმე ეხებოდა გამოცდილების არქონას, ასეთი სიტუაციების მართვის, გადაჭარბებას ძალისას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ის ზიანი რომელიც იმედს მიადგა იქნა ანაზღაურებული. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს გარკვეული შეცდომები დაშვებული იქნა“ - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






