ასეთი რამის დაუსჯელად დატოვება, ძალიან ცუდი იყო - ადეიშვილი ციხის კადრებზე
პოლიტიკა - 22:11, 09 Jun, 2015     2317
ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ,,არჩევანისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ციხის სკანდალურ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

,,კადრები იყო ძალიან მძიმე, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი ნაწილი იყო დადგმული“. ადეიშვილი ციხის კადრებთან დაკავშირებულ თემას ხელისუფლების შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ შესაძლებელი აღნიშნული კადრების ნაწილი დადგმული იყო, მიუთითებს, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემები იყო.

„ასეთი რამის დაუსჯელად დატოვება, ძალიან ცუდი იყო. ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს, თუმცა მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ეფექტური მექანიზმები ვერ შევქმენით. ამიტომაც შეიქმნა ასეთი სისტემური პრობლემა,“ - განცხადა ზურაბ ადეიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემასთან გვქონდა საქმე. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი,“ - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

ადეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სათანდაოდ სასჯელი არცერთ მათგანს არ შეფარდებია.

,,თუ რამის შესახებ შეიძლება ითქვას ფაბრიკაცია, ეს არის ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე. ძნელად წარმოსადგენია რომ წამებაში მონაწილე ადამინი იყო სამ ქვეყანაშია ქვეყანაში კონსულტანტი...შეხვდეს დელეგაციებს, მოამზადოს ანგარიში მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური მანიპულაცია“ - განაცხადა ადეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42