სააკაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არებული 800-მდე შტატი ძალიან გაბერილი. მიხეილ სააკაშვილმა განბჟების ერთიანი ზონის შექმნაც დააანონსა და ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა კრიმინალთან და კორუფციასთან ოდეასში პრიორიტეტად გამოცხადდა. მისივე თქმით, ის რაც ოდესაში პირველი უნდა გაკეთდეს არის გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც ოდესის სამხარეო ადმინისტრაციამ პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს დამატებითი სახსრების გამოყოფისთვის უკვე მიმართა. თუ ოდესის ოლქში გზები არ მოწესრიგდა, ეკონომიკას არ ეშველება. ოდესას უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და მხარე 20-25% ით უფრო მდიდარი უნდა იყოს ვიდრე ახლაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ოდესაში ანტიკორუფციული ცხელი ხაზი ამოქმედდება და ყველაფერი გაკეთდება, რათა ოდესაში შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა და არ დაუშვან არეულობა.
სააკაშვილმა მედიასთან საუბრისას აჭარის მტავრობის ყოფილი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “ბათუმის სასწაულის” ერთ-ერთი მონაწილეა, ხოლო დღეს ვარშალომიძე ,,ოდესის სასწაულად“ ქცევაშიც მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება ურთიერთობას ქალაქის მერთან, სააკაშვილის თქმით ის უკვე შეხვსა ტრუხანოვს და შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მერიას შორის თანამშრომლობა იანება. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ის მისი ადმინისტრაციის ახალ წევრებს წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






