ცოტნე გამსახურდია საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ - ,,სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა!“
სოც.მედია - 15:10, 09 Jun, 2015     7826
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი!

მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ, დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი! როდესაც ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის "ვერხუშკას" მწვანე აუნთე ეკლესიებში! როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა "ელიტამ" ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა, მაგრამ სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა! ამისათვის თბილისის ახალ ეკლესიებზე წაწერილი ქტიტორების სახელებიცა კმარა...

არც ის დაგავიწყდეს: სამღვდელოების ჯიპები და ფუფუნებაც ამ ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული.

პატიოსანი შრომა სირცხვილი არ არის. მოსამსახურეობა გაცილებით ღვთისნიერი და მადლიანია, ვიდრე ამბიონებიდან ოქროვერცხლაჩურჩხლული, ჩასუქებული აფერისტების კურთხევა, ჯადოს ახსნა, ხალხის დაბოლება - რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. მგონი, არც მაცხოვარი ყოფილა თავადი და არც - მოციქულები, ხომ არ მეშლება?

და კიდევ: დაანებეთ ამ ფუტკრებს თავი, ბოლოსდაბოლოს! ფუტკრები ქვეყანას ვერ ააშენებენ. სჯობს ამდენ ეკლესიას თავშეფარებულ მუქთახორას ნიჩბები დააკავებინო ხელში და ქალაქები თუარა, სოფლები ხომ მაინც აშენდება...“ - წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნის შედეგად შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცოტნე გამსახურდიამ პირველად კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42