მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგა არის ის, რომ საზოგადოებას ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და აღნიშნული უწყება პოლიტიზირებულია.
თამაზ მეჭიაურის თქმით, კანონპროექტი ასოცირების დღის წეს
„ზუსტად იმიტომ გავაკეთე ამ კანონპროექტის ინიცირება, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიზირებული. 4-5 ბანკი მას ბრალს სდებს გაკოტრებაში. ის ფაქტი, რომ ეროვნული ბამკის პრეზიდენტი თვითონ მონაწილეობდა ამ ბანკების გაკოტრებაში იძლევა თუ არა მის მიმართ უნდობლობის ქონის უფლებას. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, აბაშიშვილს მილიარდიანი რეზიდენციიდან დამოძღვრას ურჩევნია აქ მოვიდეს დადაგველაპარაკოს. ქამრების შემოჭერაზე რომ ლაპარაკობენ და ბაძავენ ზოგიერთ პრეზიდენტს, ვითომ გაჭირვებული წესით ცხოვრებაში, მათთვის ორი რეზიდენცია რომ არის აშენებული, კეთილი ინებონ და მათაც შემოიჭირონ ქამრები“, - განაცხადა მეჭიაურმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ დაკავშირებით ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაკეთდა.
როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წესრიგთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გაჟღერებულ წინადადებებთან.
მასალის გამოყენების პირობები






