გოგა ხაინრდავას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ეკა გიგაურმა უჩივლა.
ამის შესახებ ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება და იგი ამ პროცესს აუცილებლად დაესწრება.
„კაპიტანმა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა და მომივიდა გზავნილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პატივს და ღირსების შელახვისთვის ითხოვს 30 თეთრს, ანუ 30 ვერცხლს და ბოდიშის მოხდას. ბოდიშის მოხდას მთხოვს ის ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს. დოკუმენტში, რომელიც საქმეს ახლავს, ნათქვამია, რომ 2007 წლის 13 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს ეკა გიგაურს ვადაზე ადრე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას. ღირსების შელახვა არის იქ შესაძლებელი, სადაც ღირსება არსებობს, ხოლო სადაც ვანო მერაბიშვილი ბრძანებებს გასცემდა, ღირსება არ არსებობდა. 14 ნოემბერს სულ რომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყავი ადამიანი, ვანო მერაბიშვილის წახალისების მიღება და მითუმეტეს შერგება, როგორც კაპიტანმა გიგაურმა შეირგო, არის ჩემი რწმენით აბსოლუტური უთავმოყვარეობა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






