„ახალი მემარჯვენეები“ ოპოზიციურ პარტიებს შუალედური არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 13:54, 09 Jun, 2015     390
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შუალედური არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამენტის გამოკლებული წევრების ასარჩევად საგარეჯოსა და მარტვილში უნდა გაიმართოს.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით ეს ნაბიჯი გამოწვეულია ხელისუფლების ქმედებით, რომელმაც საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით შექმნილ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონსენსუსს შიდა სახელისუფლებო კონსენსუსი ამჯობინა და უარი განაცხადა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, რომელიც მოდიოდა ლოზუნგით „სისტემა უნდა დაინგრეს“ ამჯობინა იმოქმედოს ლოზუნგით :’სისტემა უნდა შენარჩუნდეს“ და ამ უპრინციპობას, საფუძვლად ერთადერთი რამ უდევს - შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერი გზით, როგორც ამას თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის თქმით, უარი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდა და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით შიმშილობდა.

„ უხერხულობას უნდა გრძნობდნენ დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკელები; კონსერვატორები და ზვიად ძიძიგური; უხერხულობას უნდა გრძნობდეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი; „ეროვნული ფორუმი“, რომელსაც თითქოს განსხავებული ხედვები აქვს და იმედია, ბოლომდე ეყოფა პრინციპულობა; სხვა პოლიტიკური ძალები და ლიდერებიც, რომლთა რიტორიკა ძალიან გავს „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობაც 2016 წლიდან გვპირდებოდა სისტემის შეცვლას, როგორც დღევანდელი ხელისუფლება გვპირდება ცვლილებებს 2020 წლიდან, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ ცვლილებების ბედი 2020 წელს მათ ხელში აღმოჩნდეს, “- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხს 15 წლის ისტორია აქვს და სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად ამ ცვლილელების განხორციელებისთვის.

„ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიდეს. ამ ბრძოლის ერთ-ერთ გზად გვესახება შემოდგომაზე საგარეჯოსა და მარტვილში გასამართი შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. უახლოეს დღეებში ვაპირებთ კონსულტაციების დაწყებას სხვა ოპოზიციურ ძალებთან და იმედი გვაქვს, ისინიც დაეთანხმებიან ამ იდეის განხორციელებას. ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარტო უნდა დავტოვოთ და ამით არ მივცეთ საშუალება ამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას დემოკრატიულის იმიჯი მოირგოს,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42