პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ მისი ზედამხედველობის აუცილებლობაზე საუბრობს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მთავარი მხოლოდ კანონის მიღება არ არის, მთავარია როგორ როგორ სრულდება იგი.
„მე თუ მკითხავთ, აქ უფრო დიდია პრობლემა, ვიდრე მის მიღებამდე და გამოქვეყნებამდე. ბევრი კანონი მკვდრადშობილი გამოდის, ვიღაცას რაღაც დაევალა და ეს ან გაკეთდება ან არა. მთავარია, თუ როგორ მუშაობს კანონი. მასზე უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობა, დროზე მოხდეს კორექტირება, რაღაცის დამატება, თუ ამის საჭიროებაა და ამის შემდეგ. ასევე სერიოზული პრობლემა გვაქვს კანონის სტილზე ა ტერმინებზე. აიღებ სხვადასხვა კანონს, ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე - მთიულურად და ასე შემდეგ. ტერმინები სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ნორმა არის რაღაცის მომწესრიგებელი და თუ ნორმები თვითონ არ არის მოწესრიგებული, წარმოიგდინეთ რა ქაოსია“, - უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






