გრძელდება შეტევა სასამართლოსა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე - აკაკი მინაშვილი
პოლიტიკა - 13:48, 09 Jun, 2015     987
ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ფართომასშტაბიანი შეტევა სასამართლო ინსტიტუტზე - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრები, პრემიერის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ თავდასხმას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე. ,,პრემიერმა გუშინ, ოქროპირიძის საქმეზე ბრალი ნაფიცმსაჯულებზე გადაიტანა. პროკურატურამ არ მოამზადა სათანადოდ საქმე, ნაფიცმსაჯულთა წინაშე მტკიცებულებები არ წარადგინა, რათა მომხდარიყო ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია.

მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას შევახსენო, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან ცალსახაა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა და სწორედ ამის გამო ხორციელდება დარტყმები სასამართლო ინსტიტუტზე. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია, აქ არის გარიგება ხელისუფლებასა და კონკრეტულ მოსამართლეებს შორის. ეს გასაკვირი არ არის, რადგან რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი გვენეტაძე დაინიშნა, რომელიც თავის დროზე კორუფციული ურთიერთობის მფარველი“ - განაცხადა დეპუტატმა.

მინაშვილის თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის გამო, ხელისუფლებას მაღალი ფასის გადახდა მოუწევს.

მინაშვილმა სასამართლოს ინსპეტქორის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ყველა იმ მოსამართლის დაშინება და შანტაჟი, ვინც ხელისუფლების მიერ დადგენილ თამაშის წესებს არ დაემორჩილება.

,,თუ მოსამართლე არ დაემორჩილება სწორედ იმ თამაშის წესს, იმ განსაზღვრულ ნორმებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება სასამართლოში, მას მოუწევს პასუხისგება. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი და ამ ხელისუფლებას მოუწევს ამ ფასის გადახდა. სამწუხაროა ამავე დროს ის, რომ ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ქართული საზოგადოება, ამით ზიანდებიან საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ჩარევა პირდაპირ ურტყავს და ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას და ამავე დროს დისკრედიატაციას ახდენს ქართული სახელმწიფოსი საქართველოსი ჩვენი პარტნიორების თვალში და საბოლო ჯამში საქართველო მიყავს იზოლაციისაკენ. ამიტომ მე არა მაქვს ილუზია რომ ეს ხელისუფლება ამ პოზიციას შეცვლის და მთავარია ის, რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში თავის პროტესტს დააფიქსირებს, დააფიქსირებს იმ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ძალიან ნეგატიური და ამ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მალე წასვლა იმ სკამებიდან, რომლებზეც დღეს ისინი არიან“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42