საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ დოურლად უნდა მოხდეს ახალი სამსახურის გამოყოფა და შსს-ს დაქვემდებარებაში მხოლოდ პოლიციური ნაწილი უნდა დარჩეს, დანარჩენი კი უსაფრთხოების სამსახურს უნდა დაექვემდებაროს. ახალი სამსახური 1 აგვისტონ უნდა ამოქმედდეს, რის გამოც დეპუტატები საკითხის განხილვას დაჩქარებული წესით, ხვალიდან გეგმავენ.
სანამ არ მოხდება სამინისტროსთვის ბიუჯეტი წარდგენა, მანმდე აღნიშნული სამსახური შს სამინისტროს ბიუჯეტიდან 36,763 მილიონი ლარით დაფინანსდება.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს მათი საპროგრამო დანაპირები იყო, ,,საზოგადოების უსაფრთხოებაზე ცალკე სამინისტრო იზრუნებდა და ეს არ იქნებოდა სამართალდამცავი სტრუქტურები ერთი ქოლგის ქვეშ. წსერიგი და უსაფრთხოება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ოპოზიცია არ ეთანხმება მთავრობის ამ საკანონმდებლო ინიციატივას, ისინი ამბობენ, რომ ბევრი საკითხი კვლავაც გაურკვეველია, მათ შორის მოსმენების საკითხი. ,,თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ სუზტად არ არის წარმოდგენილი კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია ამგვარი სტრუქტურისთვის, ,,ეს არის მხოლოდ ტექნიკური რეფორმა, საიდანაც ერთი უწყების ბაზაზე მივიღებთ ორ სახელმწიფო უწყებას“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ოპოზიციას აინტერესებთ, გაყოფილი შს სამინისტროდან რომელში დარჩება მოსასმენი აპარატურა.
ახალი სამსახურის უფროსს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს, ხოლო შემდეგ მას პარლამენტი დაამკტიცებს.
მასალის გამოყენების პირობები






